კოხტა-მიტარბის შესახებ

„კოხტა მიტარბის“ პროექტი წელიწადის 4-ვე სეზონზე მოქმედი კურორტია, რომლის განხორციელება კომპანია „ახალმა მიტარბმა“ დაიწყო. 2015 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მთავრობასთან, ბაკურიანისა და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ბაკურიანში, „კოხტა გორას“ მიმდებარე ტერიტორიასა და მიტარბში წელიწადის 4-ვე სეზონზე მთის კურორტის განვითარების, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმისა და კურორტების შემდგომ პოპულარიზაციას.

„კოხტა გორას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად დაწყებულია და მიმდინარეობს პირველი ეტაპის სასტუმროსა და საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა, რომლის პირველი ფაზა დასრულდება 2017 წლის ბოლომდე. ამასთან მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება ახალი სასტუმროების, საცხოვრებელი ტიპის აპარტამენტების, კოტეჯების, საზოგადოებრივი დანიშნულებისა და გასართობი ობიექტების, ასევე ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობა.

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია დავნერგოთ ოჯახური დასვენების და ცხოვრების, ახალი,თანამედროვე და ჯანსაღი სტილი, უნიკალური ადგილმდებარეობის მქონე კურორტზე, ოთხი სეზონის განმავლობაში.